რეჟისორის თქმით, ვან გოგის ბიოპიკზე ის რამდენიმე წელია მუშაობს და მისი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად გადაღება სურს. შნაბელმა სცენარზე ფრანგ სცენარისტთან, ოსკაროსან ჟან-კლოდ კარიერთან ერთად იმუშავა. ფილმის სიუჟეტი ვან გოგის მხრიდან პირველი პირის ნარატივით იქნება გადმოცემული და ყველა იმ პირად, სოციალურ და შემოქმედებით საკითხზე იქნება, რაც აღიარებულ ჰოლანდიელ მხატვარს ეხებოდა. გადაღებები საფრანგეთის ქალაქ არლში იგეგმება.
ვან გოგის შესახებ შექმნილი დრამა ჯულიან შნაბელისთვის რიგით მეექვსე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორს აქამდე უკვე აქვს გადაღებული სამი ბიოგრაფიული ფილმი: Basquiat (1996), Before Night Falls (2000) და Le Scaphandre et le Papillon (2007), რომლითაც ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.