weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის დეტალები გაამხილა

11:46 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტი და რეჟისორი კვენტინ ტარანტინო თავისი მეცხრე მხატვრული ფილმის გადასაღებად ემზადება და პერიოდულად ახალი სურათის სიუჟეტის დეტალებზე საუბრობს.

სტუდია Sony Pictures-ის პრეზენტაციაზე გამოსვლისას რეჟისორმა აღნიშნა, რომ ფილმში სათაურით „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood), ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის საეკრანო დუეტი პოლ ნიუმენისა და რობერტ რედფორდის ტანდემის შემდეგ ყველაზე საინტერესო და დინამიური დუეტი იქნება.

ტარანტინოს ახალ ფილმში დიკაპრიოს პარტნიორობას ბრედ პიტი გაუწევს

„ფილმში მოქმედება კონტრკულტურის გავრცელების ზენიტისას ხდება. სიუჟეტის დრო ჰიპების რევოლუციის პერიოდია და მოქმედება ახალი ჰოლივუდის დიდების მწვერვალზეა.“ - განმარტა კვენტინ ტარანტინომ.

რეჟისორმა ასევე გაამხილა, რომ ახალი ფილმი სიუჟეტური წყობითა და სტილით, მისი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნამუშევრის, „მაკულატურის“ (Pulp Fiction) მსგავსი იქნება.

ხსენებულ შეხვედრაზე ტარანტინოსთან ერთად მხოლოდ დიკაპრიო იმყოფებოდა. ოსკაროსანმა ვარსკვლავმა რეჟისორის მიერ დაწერილ სცენარს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება. აღნიშნული თარიღი ჩარლზ მენსონის სექტის მიერ მხეცურად ჩადენილი მკვლელობების 50 წლისთავს ემთხვევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]