weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მორგან ფრიმენს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ

12:28 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

ჰოლივუდის ვარკვლავის, მორგან ფრიმენის გარშემო სკანდალი აგორდა. ლეგენდარულ მსახიობს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ. როგორც The New York Post წერს, აღიარებულ მსახიობს ინტიმური ურთიერთობა ე’დენა ჰაინსთან ჰქონდა, რომელიც 2015 წელს 33 წლის ასაკში მოკლეს.

ფრიმენისა და მისი შვილიშვილის ურთიერთობა მკვლელმა ლამარ დევენპორტმა გაამხილა. მისი თქმით, ე’დენა ჰაინსმა, რომელიც იმ დროს მისი მეგობარი გოგონა იყო, ამ ამბის შესახებ თავად მოუყვა, თუმცა საეჭვოა, შეძლებს თუ არა იგი საკუთარი სიტყვების დამტკიცებას.

მორგან ფრიმენისა და ე’დენა ჰაინსის საიდუმლო რომანზე ჯერ კიდევ 2009 წელს საუბრობდნენ, თუმცა ოსკაროსანი მსახიობის წარმომადგენლებმა და თავად გოგონამაც ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ ოჯახს ჩირქს სცხებენ.

ე’დენა ჰაინსი არ მორგან ფრიმენის სისხლით ნათესავი არ ყოფილა – იგი მსახიობის აყვანილი ქალიშვილის, დინა ედეირის შვილია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]