weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩინეთში ვიდეოთამაშ „კონტრაზე“ დაფუძნებულ ფილმს გადაიღებენ

16:45 შაბათი, 22 აპრილი 2017

ჩინური კინოკომპანიები, Beijing Starlit Movie და TV Culture, სათამაშოების იაპონური კომპანია „კონამის“ მიერ 1988 წელს გამოსულ კლასიკად ქცეულ ვიდეოთამაშ „კონტრას“ მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.

ფილმისთვის მომზადებული სცენარი და სიუჟეტი ორიგინალი ვიდეოთამაშის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოქმედება ახალი ზელანდიის არქიპელაგის ნაცვლად, ჩინეთის სანაპიროზე ხდება: 1988 წელს ჩინელი სამხედროები სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილ მეტეორიტს იკვლევენ, თუმცა კატასტროფის დეტალები საიდუმლოდ რჩება. 30 წლის შემდეგ კი ჩინელი სამხედრო ორ სპეცრაზმელს, ბილ რაიზერსა და ლანს ბინს აგზავნის კატასტროფის ადგილას არსებულ ტერორისტული ორგანიზაციის გასანადგურებლად. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფერში არამიწიერი ბოროტი ძალები არიან ჩარეული.

„ნინტენდოს“ კონსოლზე (NES) რამდენიმე ათეული წლის წინ შექმნილი 8-ბიტიანი ვიდეოთამაში მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. შემდგომ წლებში „კონტრას“ რამდენიმე სერიული გაგრძელება გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ „კონტრა“ და მისი ორი მთავარი ვიდეოგმირი თავის მხრივ არნოლდ შვარცენეგერისა და სილვესტერ სტალონეს შთაგონებით, კერძოდ კი მათი ცნობილი ფილმების: „მტაცებელის“, „კომანდოსისა“ და „რემბოს“ მიხედვით შეიქმნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]