საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
სერგეი სუპინსკი - ციყვები უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე ცენტრალურ პარკში.
სერგეი გაპონი - ყარყატს ბუდის ასაშენებლად საჭირო ტოტი მიაქვს მინსკის მახლობლად მდებარე სოფელ კრევოში.
იური სმიტიუკი - ხეზე მჯდარი იხვკაზმულა იგივე იხვი-მანდარინი (Aix galericulata) ვლადივოსტოკის მახლობლად, მდინარე სოლიანაია პროტოკას ნაპირზე.
კარლ-იოზეფ ჰილდენბრანდი - ხის სოკოზე მჯდარი გულწითელა ტრეტახტალის მდელოზე, სამხრეთ გერმანია.
Anadolu - დედოფალას მოკლული ვირთაგვა პირით მიაქვს ტბა ქუიუჯუქის მახლობლად.
ასიტ კუმარი - რიდლის კუს (Lepidochelys olivacea) ნაშიერი აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპიროზე.
Xinhua - ყანჩები სიანშანის ტყე-პარკში, ძიანსის პროვინცია, ჩინეთი.
AFP - ინდონეზიის კუნძულ იავის სამხრეთით აღმოჩენილი კიბოს ახალი, ჯერ-ჯერობით უსახელო სახეობა.
ჟენევიევ ვალე - ახალგაზრდა მდედრი ზღვის კუ (Chelonia mydas) ავსტრალიის შტატ ქვინსლენდის სანაპიროზე.
კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11