weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

„ჰაბლის“ ტელესკოპმა იუბილე ახალი თვალწარმტაცი ფოტოთი აღნიშნა

15:46 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018 hits 782

სახელგანთქმულ „ჰაბლის“ კოსმოსურ ტელესკოპს დღეს 28 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნავად, პროექტის ავტორები - NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ყოველი წლის აპრილში „ჰაბლის“ მიერ გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებენ.

წლევანდელი საიუბილეო ფოტო ლაგუნას ნისლეულია - ვარსკვლავთწარმომქმნელი კვანძი, რომლის სიგანე 55 სინათლის წელი, სიგრძე კი 20 სინათლის წელია.

ხილული სინათლის ფოტო ჰაბლმა თებერვლის დასაწყისში გადაიღო. მასზე ასახულია ნისლეულის ცენტრალური ნაწილი, რომელიც 4 სინათლის წელზეა გადაჭიმული.

„ჰაბლი“ კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს კოსმოსურ ხომალდ Discovery-ით გაუშვეს. ერთი დღის შემდეგ ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე კოსმოსურმა ტელესკოპმა პლანეტას 163 500-ჯერ შემოუარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]