წლევანდელი საიუბილეო ფოტო ლაგუნას ნისლეულია - ვარსკვლავთწარმომქმნელი კვანძი, რომლის სიგანე 55 სინათლის წელი, სიგრძე კი 20 სინათლის წელია.
ხილული სინათლის ფოტო ჰაბლმა თებერვლის დასაწყისში გადაიღო. მასზე ასახულია ნისლეულის ცენტრალური ნაწილი, რომელიც 4 სინათლის წელზეა გადაჭიმული.
„ჰაბლი“ კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს კოსმოსურ ხომალდ Discovery-ით გაუშვეს. ერთი დღის შემდეგ ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე კოსმოსურმა ტელესკოპმა პლანეტას 163 500-ჯერ შემოუარა.