სტუდია „ძიბლის“ თემატური პარკი აიჩის პრეფექტურაში, ქალაქ ნაგოიასთან ახლოს აშენდება. მასში დიდი ადგილი დაეთმობა ცოცხალ ბუნებას, რაც „ძიბლისთვის“ მთავარ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს.
აიჩის მთავრობის თქმით, პარკში ატრაქციონები და ტყის ბილიკები მოეწყობა, როგორც ეს აღიარებული ანიმე რეჟისორის, ჰაიაო მიაზაკის ფილმებშია („პრინცესა მონონოკე“, „ჩემი მეზობელი ტოტორო“, „კიკის გადაზიდვის სერვისი“, „სულებით გატაცებული“ და „ჰაულის მოძრავი სასახლე“).