weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ჯესიკა ჩესტეინი ინგრიდ ბერგმანის როლს შეასრულებს

13:08 შაბათი, 27 მაისი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯესიკა ჩესტეინი ლეგენდარულ შვედ მსახიობს, ინგრიდ ბერგმანს განასახიერებს ბიოგრაფიულ ფილმში - Seducing Ingrid Bergman, რომლის პროდიუსერიც თავადვე იქნება.

ფილმის სიუჟეტის ცენტრში ინგრიდ ბერგმანისა და ლეგენდარული უნგრელი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის, რობერტ კაპას რომანი იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის პოლიტიკურ ფონზე. ბიოგრაფიულ დრამას ჯერ-ჯერობით რეჟისორი არ ჰყავს, სცენარის ავტორი კი არაშ ამელია (Erased, Grace of Monaco), რომელიც ჯესიკა ჩესტეინის მსგავსად ფილმის პროდიუსერიც იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოსკარის ორგზის ნომინანტი ჯესიკა ჩესტეინი ბოლო პერიოდში ერთდროულად რამდენიმე ბიოგრაფიული ჟანრის ფილმზე მუშაობს: სულ ახლახანს გამოვიდა რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი - The Zookeper’s Wife, სადაც 40 წლის მსახიობმა ჰოლოკოსტისგან ებრაელების გადამრჩენი პოლონელი რეალური გმირი ანტონინა ჟაბინსკა განასახიერა, წელსვე გამოდის კიდევ ერთი ბიოგრაფიული დრამა - Woman Walks Ahead, რომელშიც ჩესტეინი მე-19 საუკუნის აქტივისტსა და მკვიდრი ამერიკელების უფლებათა დამცველ კეროლაინ უელდონის როლს ასრულებს, რის შემდეგაც კიდევ ორი ბიოპიკი გამოვა - ხსენებული ფილმი ინგრიდ ბერგმანზე და „მოლის თამაში“, რომელსაც ბიზნესვუმენ მოლი ბლუმის მემუარის მიხედვით ოსკაროსანი სცენარისტი აარონ სორკინი გადაიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]