weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

მიშელ პფაიფერი „დისნეის“ დედოფალი გახდება

16:09 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

სტუდია „დისნეიმ“ თავისივე კინოჰიტ „მალეფისენტის“ გაგრძელებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მიშელ პფაიფერს შესთავაზა. თუ მხარეები შეთანხმდენენ, ჰოლივუდის 60 წლის ვარსკვლავი კინოზღაპარში ანჯელინა ჯოლის მხარდამხარ დედოფლის როლს შეასრულებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, პერსონაჟი დადებითი იქნება თუ უარყოფითი.

ფენტეზი ჟანრის ფილმს ნორვეგიელი რეჟისორი იოაკიმ რონინგი (Max Manus, Kon-Tiki, Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales) გადაიღებს, სცენარის ავტორები კი პირველი სერიის სცენარისტი, „დისნეის“ მრავალი პროექტის სცენარის ავტორი ლინდა ვულვერტონი და ჯეზ ბატერუორთი არიან.

ანჯელინა ჯოლის გარდა მთავარ როლზე ასევე დაბრუნდება ელ ფენინგი, ხოლო ახალწვეულებს შორის ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი ედ სკრაინიც გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მძინარე მზეთუნახავის შესახებ ზღაპრის მოტივებზე შექმნილი „მალეფისენტი“ 2014 წელს გამოვიდა და $260 მილიონიანი ბიუჯეტით $759 მილიონიანი შემოსავლის აღება შეძლო. ფილმს ასევე ერგო საოსკარე ნომინაცია საუკეთესო კოსტიუმების დიზაინში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]