weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კეიტ ბლანშეტის თქმით ჰარვი ვაინშტაინი მას შეურაცხყოფას აყენებდა

12:01 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ჰოლივუდის ავსტრალიელი კინოვარსკვლავის, კეიტ ბლანშეტის თქმით, საყოველთაო სკანდალებში გახვეული ჰარვი ვაინშტაინი, სხვა ქალების მსგავსად, მასაც ავიწროვებდა და უპატივცემულოდ ექცეოდა. ორი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა პოპულარულ გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში დეტალები არ გაამხილა, თუმცა განაცხადა, რომ გავლენიანი პროდიუსერი მას შეურაცხყოფას აყენებდა.

48 წლის ვარსკვლავი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის მხარდამჭერია, მიიჩნევს, რომ ჰარვი ვაინშტაინი აუცილებლად უნდა წავიდეს ციხეში. მისი განმარტებით, ჰარვი ვაინშტაინთან თანამშრომლობის პერიოდში ის არ ასრულებდა პროდიუსერის პირად სურვილებს. მსახიობმა არ დააკონკრეტა, თუ რას მოითხოვდა მისგან პროდიუსერი, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მტაცებლური მოთხოვნები სექსუალური ხასიათის შევიწროვება იყო.

ხსენებულ ინტერვიუში კეიტ ბლანშეტმა, რომლის კანის წლევანდელი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია, მცირე კომენტარი ასევე გააკეთა ვუდი ალენთან დაკავშირებულ სკანდალზეც და განმარტა, რომ რეჟისორთან მუშაობისას ფილმზე Blue Jasmine, რამაც მსახიობს მეორე ოსკარი მოუტანა, მან არ იცოდა ვუდი ალენის საწინააღმდეგო ბრალდებების შესახებ და მზადაა სასამართლოში წავიდეს, თუ აღიარებული რეჟისორის შვილობილ დილან ფეროუსთან დაკავშირებული სკანდალის იურიდიული განხილვა მოხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]