weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

Brabham BT62 - უახლესი ავსტრალიური სუპერქარი

12:16 შაბათი, 05 მაისი 2018

ლეგენდარული ავსტრალიური გვარის მატარებელი ავტომობილი დაბრუნდა, მაგრამ არა რბოლებში, არამედ - როგორც ავტომწარმოებელი. ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, სერ ჯეკ ბრებემის ვაჟმა დევიდ ბრებემმა თავად წარადგინა კომპანიის პირველი სუპერქარი Brabham BT 62, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით Ferrari-ს უმთავრესი კონკურენტი უნდა გახდეს.

დევიდ ბრებემმა აღნიშნა, რომ ამ სუპერქარით ჩვეულებრივ გზებზე მოძრაობა აკრძალულია, ის მხოლოდ სარბოლო დღეებისთვის ტრეკზე გამოიყენება.

Brabham BT 62 5.4 ლიტრიანი, ატმოსფერული, 730 ცხენისძალიანი V8 ძრავით აღიჭურვა. მანქანა 972 კგ იწონის. ზემწოლი ძალა 1200 კილოგრამს შეადგენს და ავტომობილი 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს.

კომპანიამ განაცხადა, რომ მხოლოდ 70 ეგზემპლარს გამოუშვებს. სწორედ ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიელმა ავტომრბოლელმა ჯეკ ბრებემმა ავტოსპორტში თავისი კარიერა დაიწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]