weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სილვესტერ სტალონე რემბოს როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს

15:39 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

ბოლო პერიოდში გავრცელებული მრავალი ჭორისა და სხვადასხვა ინფორმაციის შემდეგ სილვესტერ სტალონემ დაადასტურა, რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდება საკულტო პერსონაჟის - ჯონ რემბოს როლში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა 71 წლის ვეტერანი ვარსკვლავი კვლავაც რეჟისორის სავარძელს.

ახალ ნაწილში, რომლის სცენარზეც წინა სერიების მსგავსად თავად სტალონე მუშაობს, მთავარ გმირს აშშ-მექსიკის საზღვართან ურთიერთობის გარკვევა მოუწევს მექსიკურ ნარკოკარტელთან, რომელმაც მისი მეგობრის ქალიშვილი გაიტაცა.

ბოლო წლების ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით ცნობილმა პროდიუსერმა, ავი ლერნერმა კანის კინოფესტივალზე განაცხადა, რომ მას სურს, რემბოზე მე-5 კინოსერიის გადაღებები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რემბოზე ოთხი ფილმი არსებობს. დადებითი შეფასებების მქონე პირველი სერია სათაურად „პირველი სისხლი“ 1982 წელს გამოვიდა, რასაც 1985 და 1988 წელს გამოსული ორი ნაკლებად წარმატებული სერია მოჰყვა. ფრანშიზა თავად სტალონემ გააცოცხლა, როდესაც 2008 წელს კრიტიკოსებისა და მაყურებლების მიერ მოწონებული მე-4 სერია გადაიღო. მას შემდეგ იყო უამრავი საუბარი მორიგ სერიაზე, ასევე - პრიკველ ისტორიასა და ტელესერიალზე, სადაც პერსონაჟს სტალონეს ნაცვლად ვინმე სხვა, შედარებით ახალგაზრდა მსახიობი ითამაშებდა, თუმცა სამომავლო პროექტზე საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]