weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანჯელინა ჯოლი ლეგენდარული ათლეტის შესახებ ფილმის პროდიუსერი გახდება

14:56 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი პროდიუსერის ამპლუით დაკავდება ბიოგრაფიულ დრამაში სახელწოდებით „ნათელი გზა: ჯიმ თორპის ისტორია“ (Bright Path: The Jim Thorpe Story), რომელიც მკვიდრი ამერიკელი სპორტსმენის ცხოვრებაზე გვიამბობს.

ბიოპიკში ლეგენდარულ ათლეტ ჯიმ თორპის როლს მკვიდრი ამერიკელი მსახიობი მარტინ სენსმეიერი შეასრულებს. ჯერ-ჯერობით უცნობია რეჟისორის ვინაობა.

ფილმის გადაღებისთვის ანჯელინა ჯოლი კონსულტაციებს თორპის შთამომავლებისგან, ბილ და რიჩარდ თორპებისგან აიღებს. ფილმის წარმოებითა და ფინანსური მხარდაჭერით ასევე დაკავებული იქნება მკვიდრ ამერიკელთა წარმომადგენლობა - მევუკის, მოჰეგანის, ტონტო აპაჩისა და სხვა ტომებიდან.

ჯიმ თორპი იგივე ვა-ტო-ჰუკი (საუკ-ფოქსის ენაზე: ნათელი გზა) პირველი ამერიკელი ინდიელი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი აიღო - შოუნის ტომის წარმომადგენელმა სპორტსმენმა 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე ხუთჭიდსა და ათჭიდში შეძლო ორი ოქროს მედლის მოპოვება. თორპი ასევე თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს, კალათბურთსა და ბეისბოლს, რის გამოც მას 1913 წელს მედლები ჩამოართვეს, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჯიმ თორპს სიკვდილის შემდეგ, 1983 წელს მედლები აღუდგინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]