weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

Gumpert Apollo რომელმაც „ნიურბურგრინგზე“ რეკორდი დაამყარა გასაყიდად გაიტანეს

10:36 პარასკევი, 11 მაისი 2018

გერმანულმა დილერმა Springbok Sportwagen GmbH გასაყიდად გამოფინა სუპერქარი Gumpert Apollo, რომელმაც 2009 წლის აგვისტოში, „ნიურბურგრინგის“ „ჩრდილოეთის რკალის“ რეკორდი (7 წუთი 11.57 წამი) დაამყარა. 9320 კილომეტრი გარბენის მქონე ავტომობილი 333 000 ევროდ შეაფასეს.

გამყიდველი იტყობინება, რომ ავტომობილმა ფირმაში Hasenbichler, რომლის სპეციალიზაციასაც Gumpert წარმოადგენს, სრული ტექნიკური მომსახურება გაიარა. ამასთან, მანქანას ორიგინალური უკანა ანტიფრთა არ აქვს.

შუაძრავიანი Gumpert Apollo აღჭურვილია „აუდის“ 4.2 ლიტრიანი, თვინ-ტურბო V8 ძრავით. აგრეგატის გამწევი ძალა 700 ცხენისძალასა და 850 ბრუნთა მომენტს შეადგენს, გადაცემათა კოლოფი კი ექვსსაფეხურიანი სეკვენტალურია.ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სუპერქარი 3.1 წამში ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ შეადგენს.

Audi Sport-ის ყოფილი ხელმძღვანელის, როლანდ გუმპერტის მიერ დაარსებულმა კომპანიამ (Gumpert) არსებობა 2012 წელს შეწყვიტა. ორი წლის შემდეგ მისი აქტივების ნარჩენები ჰონ-კონგურმა საინვესტიციო კომპანიამ Ideal Team Venture შეისყიდა, ახალ ფირმას კი Apollo Automobil ეწოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]