გამყიდველი იტყობინება, რომ ავტომობილმა ფირმაში Hasenbichler, რომლის სპეციალიზაციასაც Gumpert წარმოადგენს, სრული ტექნიკური მომსახურება გაიარა. ამასთან, მანქანას ორიგინალური უკანა ანტიფრთა არ აქვს.
შუაძრავიანი Gumpert Apollo აღჭურვილია „აუდის“ 4.2 ლიტრიანი, თვინ-ტურბო V8 ძრავით. აგრეგატის გამწევი ძალა 700 ცხენისძალასა და 850 ბრუნთა მომენტს შეადგენს, გადაცემათა კოლოფი კი ექვსსაფეხურიანი სეკვენტალურია.ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სუპერქარი 3.1 წამში ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ შეადგენს.
Audi Sport-ის ყოფილი ხელმძღვანელის, როლანდ გუმპერტის მიერ დაარსებულმა კომპანიამ (Gumpert) არსებობა 2012 წელს შეწყვიტა. ორი წლის შემდეგ მისი აქტივების ნარჩენები ჰონ-კონგურმა საინვესტიციო კომპანიამ Ideal Team Venture შეისყიდა, ახალ ფირმას კი Apollo Automobil ეწოდა.