weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომაა მურა დათვი თეთრი

12:02 პარასკევი, 11 მაისი 2018

კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა სახელად კიტასუ, მრავალი ათასწლეულია იცნობს თეთრ მურა დათვსა და მასზე ლეგენდას. გადმოცემის თანახმად, შემოქმედმა ყორანმა დედამიწა გაყინული ქვისგან მწვანე ბაღად აქცია, ამგრამ გამყინვარების ხანის სამახსოვროდ, ყოველი მეათე მურა დათვი გაათეთრა.

კიტასუს ტომი ასეთ დათვებს „მოჩვენებას“ ანდა „სულ დათვებს“ ეძახის, რომელთა მიღმაც აბორიგენთა ფოლკლორის გარდა, ცხადია, ბიოლოგია იმალება.

ოჯახისა და სახეობის მიხედვით, თეთრი მურა დათვები ამერიკული მურა დათვები (Ursus americanus kermodei) არიან, მაგრამ თუ ორივე მშობელს გენებში ერთი და იგივე მუტაცია აქვთ, მაშინ მათი ბელი თეთრი იბადება.

ზამთრისთვის ცხიმის შესანახად დათვები შემოდგომაზე კალმახს ეძალებიან. აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში თევზები მურა დათვებს ორჯერ უფრო მეტად გაურბიან, ვიდრე - თეთრებს, რომლებსაც ბაცი ცის ფონზე ნაკლებად ხედავენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის კოლუმბიისა და სანაპირო ზოლის ბინადარი თეთრი მურა დათვის პოპულაცია რამდენიმე ასეულს შეადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]