„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ზილკე შიმპფი - თოლიები, ვეშაპები და ზვიგენები სარდინებზე ნადირობისას.
ტონი მარჯოკი - მერცხლები ინგლისის ქალაქ დანსტებლის მახლობლად.
მაიკ რედკლიფი - სელაპი თავის ფხანისას კუნძულ მენზე, დიდი ბრიტანეთი.
ჰოლგერ ჰოლემანი - ყვავილის ნექტარში ამოგანგლული ფუტკარი გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მდებარე ბერგარტენის პარკში.
რონალდ ვიტეკი - გარეული კატა ვაილბურგის ცხოველთა პარკში, გერმანია.
მაქსიმ მალინოვსკი - შავი როჭო (Lyrurus tetrix) მდედრის ყურადღების მისაქცევ რიტუალს ასრულებს ბელარუსის სოფელ ლოვჩიცის მახლობლად მდებარე მინდორში.
ვალერი მატიცინი - მელია როსტოვსკის ნაკრძალში, ორლოვსკის ოლქი, რუსეთი.
შივანგ მეჰტა - ჩინკარა იგივე ინდური გაზელი (Gazella bennettii) რანტჰამბორეს ეროვნულ პარკში, ინდოეთი.
ბენ კერტისი - ჟირაფები და ზებრები მიკუმის ეროვნულ პარკში, ტანზანია.
მაიკლ ტატმანი - კანადური წეროები (Antigone canadensis) კანადური ბატების (Branta canadensis) თანდასწრებით ასრულებენ შესაწყვილებელ ცეკვას ვისკონსინის შტატის ქალაქ ვაუსაუსთან ახლოს მდებარე რუკერი ვიუს პარკში.
სეთ ვენიგი - დათვი ხეზე ისვენებს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ პარამუსის გარეუბანში.
მარკ სმიტი - ჭაობის კურდღლის (Sylvilagus palustris) ბაჭია საუზმის დროს, ვეროს სანაპირო, ფლორიდის შტატი.
მარსიო კაბრალი - გიგანტური ჭიანჭველაჭამია (Myrmecophaga tridactyla) მანათობელი ტერმიტების ბუდესთან, ბრაზილია.
მეი იონცუნი - შავფრთიანი ოჩოფეხები (Himantopus himantopus) სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ფუძიანის პროვინციის ქალაქ ძინძიანის სანაპიროზე.
ჯან გუოჟუნი - მაკაკები თავიანთ ნაშიერებთან ერთად მთა უისთან ახლოს, ჩინეთი.