weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარი ოლდმენი კინემატოგრაფის ფუძემდებელს განასახიერებს

15:44 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

ბრიტანელი ოსკაროსანი კინოვარსკვლავი გარი ოლდმენი კინემატოგრაფისა და ქრონოფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებლის, ზოოპრაქსისკოპის გამოგონებლის, ინგლისელ-ამერიკელ ფოტოგრაფ ედვარდ მეიბრიჯის როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ დრამაში სახელწოდებით „მფრინავი ცხენი“ (Flying Horse), რომელსაც თავისივე სცენარის მიხედვით თავად გადაიღებს.

ედვარდ მეიბრიჯი (1830-1904) პირველი იყო, რომელმაც სხვადასხვა კადრით შექმნა ერთი ობიექტის ეკრანზე მოძრაობა. მან საამისოდ ცხენის ფოტოები გამოიყენა, სწორედ ამიტომ აქვს ბიოპიკს სათაური „მფრინავი ცხენი“, რომელიც არამარტო მის ამ სფეროში მუშაობას, არამედ მის ტრაგიკულ პირად ცხოვრებასაც გვაჩვენებს - ფოტოგრაფმა, რომელიც ერთ ხანს კალიფორნიის გუბერნატორიც იყო, ცოლის საყვარელი მოკლა, სასამართლომ იგი გაამართლა, თუმცა ამ ყველაფერმა მეიბრიჯის მოღვაწეობას დაღი დაასვა.

აღსანიშნავია, რომ ფილმში, რომელიც რამდენიმე წელია წარმოებაში იმყოფება, მთავარი როლი თავდაპირველად რეიფ ფაინსს უნდა ეთამაშა, საუბარი ასევე იყო ბენედიქტ კამბერბაჩის მონაწილეობაზე.

„მფრინავი ცხენი“ გარი ოლდმენისთვის მეორე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. გადაღებებისა და პრემიერის თარიღები ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]