ახალი Borgward BX6 კუპე BX5-ის მსგავსი ვარიანტია, თუმცა სილუეტი კუზიანი სახურავითა და უკანა ნაწილის ცალკეული კუდით სამმოცულობიან სედანს უფრო ჰგავს.
BX5 მოდელთან შედარებით,ა ხალ მოდელში სიგრძე 111 მილიმეტრით გაიზარდა (4601 მილიმეტრამდე), სიმაღლე კი 19 მილიმეტრით შემცირდა (1675 მილიმეტრამდე), სიგანე (1877 მმ) და თვლების ბაზა (2685 მმ) ხელუხლებელი დარჩა. შეცვლილია სვლის შუქის ვერტიკალური ნათურები, ინტერიერი კი გამოირჩევა მხოლოდ დეკორითა და შეფუთული სავარძლით.
Borgward BX6-ს კომპანია GT კლასის პოზიციას ანიჭებს, ამიტომ წინამორბედი მოდელის (BX5) სამი ძრავიდან მას მხოლოდ უმძლავრესი ეკუთვნის. ეს არის ბენზინის, 224 ცხენისძალიანი, „ტურბოოთხიანი“ 2.0 T-GDI.
მდიდარია აღჭურვილობაც: ტყავის სალონი, მძღოლის ელექტრომართვადი სავარძელი, კლიმატ-კონტროლი და ავტომატურად მართული მეხუთე კარი. ავტომობილი მინიმუმ $29 000 ღირს.
წყარო: Adjarasport