weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიკაპრიო სპილბერგის ახალ ფილმში პრეზიდენტ გრანტის როლს შეასრულებს

12:14 პარასკევი, 18 მაისი 2018

სტივენ სპილბერგი და ლეონარდო დიკაპრიო მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ იმუშავებენ ერთობლივ ფილმზე. ახალ ბიოგრაფიულ დრამაში ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი ცნობილ ამერიკელ სამხედრო მოღვაწესა და ქვეყნის პრეზიდენტს, ულის გრანტს განასახიერებს.

რონ ჩერნოუს ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით, ფილმის ადაპტირებული სცენარის ავტორი დამწყები სცენარისტი დევიდ ჯეიმს კელია. ჯერ-ჯერობით უსათაურო ბიოპიკი სპილბერგისა და დიკაპრიოსთვის კი 2002 წელს გამოსული ასევე ბიოგრაფიული სურათის, Catch Me If You Can-ის შემდეგ მეორე კოლაბორაცია იქნება.

გრანტი, რომელიც ამერიკა-მექსიკის ომში (1846-1848) ლეიტენანტი იყო, ხოლო აშშ-ის სამოქალაქო ომისას (1861-1865) - გენერალი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი გახდა და 1869-1977 წლებში ქვეყანას ორი სრული საპრეზიდენტო ვადით მართავდა. 1880 წელს მან მესამე ვადით პრეზიდენტობა სცადა, თუმცა არჩევნებში რესპუბლიკელთა პარტიიდან მხარდაჭერა ვეღარ მოიპოვა.

ულის გრანტის ადმინისტრაცია სკანდალებშიც იყო გახვეული, რაც ნეპოტიზმსა და პოლიტიკურ კორუფციაში გამოიხატებოდა. ამის გამო იგი ზოგიერთი ისტორიკოსის მიერ წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული, მაგრამ სამოქალაქო უფლებებისა და აფრო-ამერიკელების მხარდაჭერის გამო ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა.

ულის გრანტი 1884 წელს ყელის კიბოთი გარდაიცვალა, მანამდე მან მემუარების დაწერა მოასწრო. მისი პორტრეტი 50-დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]