weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფილიპინების სანაპიროსთან ზღვამ გიგანტური ბეწვიანი არსება გამორიყა

14:53 პარასკევი, 18 მაისი 2018

ფილიპინების პროვინცია აღმოსავლეთ მინდოროს სანაპიროზე ზღვამ გაურკვეველი, ბეწვიანი არსების ლეში გამორიყა. სრულიად უცნაური, გიგანტური „ზღვის მონსტრის“ იდენტიფიცირებას ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს.

6 მ სიგრძის რუხი-მოთეთრო, ბეწვიანი სხეული წყლიდან სანაპიროზე ამოათრიეს, მაგრამ თავიდან ვერ აიცილეს საშინელი სუნი. ადგილობრივ ხელმძღვანელთა განცხადებით, ლეშს დაწვავენ, თუმცა მანამდე ნიმუშებს აიღებენ და დნმ-ის ანალიზისთვის გაგზავნიან.

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ამ გიგანტური არსების კონკრეტული სახეობა, ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვობს, რომ ის ვეშაპის ერთ-ერთი სახეობის გახრწნილი სხეულია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]