weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოლივერ სტოუნი გუანტანამოს საპატიმროზე სერიალს გადაიღებს

14:11 სამშაბათი, 30 მაისი 2017

სამი ოსკარის მფლობელი აღიარებული ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი, ოლივერ სტოუნი გუანტანამოში არსებულ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი საპატიმროს შესახებ მინისერიალს გადაიღებს.

სერიალის წარმოებით სტუდია Weinstein Television დაკავდება. „გუანტანამოს“ სცენარის ავტორი დანიელ ვოლი იქნება, რომელიც ცნობილია სერიალებით - The Unit, Lie to Me და Blacklist. პირველ სეზონს მთლიანად ოლივერ სტოუნი გადაიღებს.

ამერიკის ყველაზე პოლიტიზირებულ რეჟისორად შეფასებული ოლივერ სტოუნისთვის, რომელსაც თავის ფილმებში არაერთხელ გაუკრიტიკებია საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა, „გუანტანამო“, როგორც მრავალსერიანი მხატვრული ნამუშევარი, კარიერაში პირველი იქნება. სერიალის სიუჟეტი პატიმრებისა და ციხის ზედამხედველების შესახებ განვითარდება.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ კუბაზე, გუანტანამოს ყურეში მდებარე სამხედრო ბაზაზე არსებულმა საპატიმრომ ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო. ციხეში მოთავსებულნი არიან ძირითადად უცხოელი პატიმრები, სამხედრო ტყვეები, ტერორისტები და ა.შ. მრავალი წლის განმავლობაში გუანტანამოს ციხე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პატიმრებზე არაადამიანურ მოპყრობაში იყო დადანაშაულებული. გახმაურებული საპატიმრო უამრავჯერ ამხილეს ადამიანთა წამებასა და სიკვდილით დასჯაში. 2009 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს საპატიმრო ბანაკის რეფორმირების შესახებ, რაც დღემდე შეუსრულებელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]