weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Geely Concept Icon: ახალი ჩინური ყველგანმავალი პროტოტიპი

16:00 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ფირმა Geely დღეისთვის ჩინეთში გაყიდვების მოცულობის მიხედვით მესამე და შესაბამისად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. პროტოტიპი სახელად Geely Concept Icon სერიოზული ნამუშევარია, რომელსაც წარმოებაში ჩაშვების უდიდესი პერსპექტივა გააჩნია.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდმა ჩინურმა კომპანიებმა, რომლებიც მომავლისკენ იყურებიან, წარმატებული ევროპული და ამერიკული მოდელების კლონირების პოლიტიკაზე უკვე დიდი ხანია უარი თქვეს. მათ უკვე აქვთ საკუთარი დიზაინერული სტუდიები, სადაც საავტომობილო სამყაროს ცნობილი ადამიანები მუშაობენ. მაგალითად, Geely-ს დიზაინის დირექტორი ამჟამად გაი ბერგოინია, რომელიც ადრე Volvo-სა და Renault-ში მუშაობდა. სწორედ ბერგოინმა მოიგონა შუქფარების სტილი „უსასრულობის მარყუჟები“ და ფართოდ გასაღები კარები, რომელიც სალონში იოლად მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

მოცემულ კონცეპტში მაღალი ტექნოლოგიების დღესასწაულია: თანამედროვე მულტიმედია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ეკრანი ყოველი მგზავრისთვის და სხვ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]