weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2020

ჯორჯ მარტინის ნაწარმოების მიხედვით ანიმაციას გადაიღებენ

12:08 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 hits 650

პოპულარული ამერიკელი მწერლის, ჯორჯ მარტინის ფენტეზი ჟანრის რომანის მიხედვით, სტუდია „უორნერ ბრაზერსი“ ანიმაციურ ფილმს გადაიღებს. „ყინულის დრაკონის“ (The Ice Dragon) ანიმაციური ეკრანიზაციის პროდიუსერი თავად 69 წლის მწერალი იქნება.

რომანი 1980 წელს გამოქვეყნდა. იგი პატარა გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ ყინულის დრაკონს დაუმეგობრდება. ლეგენდარული დრაკონი იმით იყო ცნობილი, რომ სადაც გადაიფრენდა ყველგან სასტიკ ყინვასა და უდიდეს შიშს ტოვებდა, თუმცა უშიშარი გოგონა სახელად ადარა, რომელიც ასევე ყინვისას დაიბადა, მეგობრობის წყალობით, თავის სამყაროს დაიცავს.

ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ ხსენებულ რომანში მოქმედება არ ხდება მის მიერ გამოგონილ ცნობილ სამყარო ვესტეროსში და არც სიუჟეტურადაა კავშირში რომანების სერია „ყინულისა და ცეცხლის სიმღერასთან“, რომლის მიხედვითაც ტელეარხი HBO პოპულარულ სერიალ „სატახტოთა თამაშს“ უშვებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]