weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ჯონ უიკის“ რეჟისორი უახლესი კომიქსის ეკრანიზაციას გადაიღებს

12:16 შაბათი, 26 მაისი 2018

პროფესიონალი კასკადიორი და ექშენ-ტრილოგია „ჯონ უიკის“ რეჟისორი ჩად სტაჰელსკი კინოკომპანია Lionsgate-თან თანამშრომლობას გააგრძელებს და უახლეს საი-ფაი კომიქს „ანალოგის“ (Analog) ეკრანიზაციას გადაიღებს.

1992 წელს დაარსებული კომპანია Image Comics-ის ხსენებული კომიქსის მიხედვით ადაპტირებულ სცენარს სერიალ „კოლონიით“ (Colony) ცნობილი სცენარისტი რაიან კონდალი დაწერს, წარმოებით კი სტუდია 87Eleven დაკავდება, რომელსაც ჩად სტაჰელსკი თავის პარტნიორთან, ასევე კასკადიორსა და რეჟისორ დევიდ ლიჩთან (John Wick, Atomic Blonde, Deadpool 2) ერთად მართავს.

ჯერი დაგანის (მწერალი), ჯერი ო’სალივანისა და ჯორდი ბელერის (ილუსტრატორები) მიერ შექმნილი კომიქსის პირველი გამოშვება მიმდინარე წლის აპრილში გამოიცა. მისი სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, სამყაროში, სადაც ყველა ციფრული საიდუმლო გამჟღავნებულია და მსოფლიოზე კონტროლის დასამყარებლად სპეციალური აგენტი-კურიერები მოქმედებენ. მათი მისია საიდუმლოების შენახვაა. „ანალოგის“ მთავარი გმირი სწორედ ასეთი აგენტი სახელად ჯეკ მაკგინისია, რომელსაც საკუთარ კეისში შენახული საიდუმლოების დაცვა ევალება.

ჩად სტაჰელსკი ამჟამად „ჯონ უიკის“ მე-3 სერიაზე მუშაობს, რომელიც მომავალი წლის მაისში გამოვა.  

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]