1992 წელს დაარსებული კომპანია Image Comics-ის ხსენებული კომიქსის მიხედვით ადაპტირებულ სცენარს სერიალ „კოლონიით“ (Colony) ცნობილი სცენარისტი რაიან კონდალი დაწერს, წარმოებით კი სტუდია 87Eleven დაკავდება, რომელსაც ჩად სტაჰელსკი თავის პარტნიორთან, ასევე კასკადიორსა და რეჟისორ დევიდ ლიჩთან (John Wick, Atomic Blonde, Deadpool 2) ერთად მართავს.
ჯერი დაგანის (მწერალი), ჯერი ო’სალივანისა და ჯორდი ბელერის (ილუსტრატორები) მიერ შექმნილი კომიქსის პირველი გამოშვება მიმდინარე წლის აპრილში გამოიცა. მისი სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, სამყაროში, სადაც ყველა ციფრული საიდუმლო გამჟღავნებულია და მსოფლიოზე კონტროლის დასამყარებლად სპეციალური აგენტი-კურიერები მოქმედებენ. მათი მისია საიდუმლოების შენახვაა. „ანალოგის“ მთავარი გმირი სწორედ ასეთი აგენტი სახელად ჯეკ მაკგინისია, რომელსაც საკუთარ კეისში შენახული საიდუმლოების დაცვა ევალება.
ჩად სტაჰელსკი ამჟამად „ჯონ უიკის“ მე-3 სერიაზე მუშაობს, რომელიც მომავალი წლის მაისში გამოვა.