კევინ ები პარკში მელიებისთვის ფოტოს გადასაღებად იმყოფებოდა. წელიწადის ამ დროს, ხსენებულ რეგიონში ახალგაზრდა მელიები და ლეკვები ადვილი სანახავია.
აღსანიშნავია, რომ კევინ ებისთან ახლოს იმყოფებოდა ფოტოგრაფი ზაქარი ჰარტიე, რომელმაც ნაშუადღევს მომხდარი შემთხვევა ვიდეოზე სხვა რაკურსით აღბეჭდა: ახალგაზრდა მელიამ კურდღელი მოინადირა, მდელოზე მიმავალს კი ფსოვი დააცხრა, რომელმაც მელია მსხვერპლთან ერთად აიტაცა და გარკვეულ მანძილზე წაიღო. კურდღლის თავდაპირველმა მფლობელმა საბოლოოდ ნანადირევი დათმო და მიწაზე ხელმოცარული დაეცა.