weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩინეთმა მთვარის ბნელი მხარის ასათვისებლად უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა

11:40 ორშაბათი, 28 მაისი 2018

დედამიწის შემდეგ მთვარე მეორე ყველაზე უკეთ შესწავლილი ობიექტია მზის სისტემაში, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე მისი ნახევარი მაინც. მთვარის დედამიწისკენ მოქცეულ მხარეზე კაცობრიობას გაგზავნილი ჰყავს რამდენიმე ასტრონავტი, დასმული კი - მრავალი მთვარემავალი, თუმცა ჩვენგან დამალული ნაწილი - ე.წ.მთვარის ბნელი მხარე ამ დრომდე დიდწილად შეუსწავლელი რჩება.

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, რომელიც მთვარის ამ ნაწილში მავალის დასმისკენ არის მიმართული.

მთვარის ბნელი მხარის კვლევა რამდენიმე გამოწვევასთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია ტელესკოპით მასზე პირდაპირი დაკვირვება, რადგან ის მუდმივად დედამიწის საწინააღმდეგოდ არის მოქცეული, ასევე შეუძლებელია პირდაპირი სიგნალების გაგზავნა იქ დასმულ მავალებთან. იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს მთვარის ბნელ მხარეს მავალის დასმა და იქიდან ინფორმაციის უკან მიღება, საჭიროა მთვარის ორბიტაზე არსებობდეს სარელეო სადგური.

სწორედ ასეთი სარელეო სადგური გაუშვა ჩინეთმა 20 მაისს კოსმოსში, რაკეტა Long March-ით. რაკეტაში მოთავსებულია კოსმოსური ხომალდი Queqiao, რომელიც რამდენიმე კვირაში მთვარის ბნელი მხარის თავზე, სტაბილურ ორბიტაზე გავა. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ხომალდი არაერთ შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს, რომ სწორად მუშაობს.

თუკი ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, ჩინეთის აეროკოსმოსურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კორპორაცია გეგმის შემდეგი ნაწილის განხორციელებას შეუდგება და მთვარის ბნელ მხარეს მავალს გაგზავნის. ეს მთვარემავალი ხომალდ Queqiao-ს სარელეო სადგურად გამოიყენებს, რათა სიგნალები გააგზავნოს დედამიწაზე განთავსებულ სადგურთან.

თუ ეს ფაზაც წარმატებული აღმოჩნდა, ბოლოსდაბოლოს მივიღებთ პირველ ფოტოებს მთვარის ბნელი მხრიდან. გარდა ამისა, ეს იქნება დედამიწის მხედველობის არეალს მიღმა სამეცნიერო ინსტრუმენტების განთავსების პიონერული მეთოდი, რაც ასევე ძალიან გამოადგება რადიოტელესკოპებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]