„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ჯეიმი მანი - უჩვეულო სანახაობა: დელფინის სახეობა აფალინამ კბილიანი ვეშაპის სახეობა ზღვის ღორი მაღლა ამოისროლა.
პოლ კინგსტონი - ცულნისკარტები იგივე ცულთავები ფარნეს კუნძულებზე.
ადამ გორი - 70-იან წლებში გამქრალი პეპლის სახეობა (Carterocephalus palaemon), რომელიც ინგლისში ახლახანს აღადგინეს.
კაროლ ზუბი - სინდიოფალა ბიალოვეჟას ტყეში, პოლონეთი.
ვლადიმირ ბურდიაკი - დათვი და მისი ბელი ალასკის ტყეში თამაშისას.
მარვინ როსენოსი - თეთრკუდა ირმის თავზე მჯდარი ფრინველი, სან ხოსე ვილიანუევა, სალვადორი.
პუშპა კუმარა - შავად მოხატული ნემსპიყლაპიის სახეობა (Neurothemis tullia) შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში.
ასიტ კუმარი - დამფრთხალი ინდური ანტილოპა, იგივე გარნა (Antilope cervicapra) სოფელ ბჰეტნოში, ოდიშას შტატი, ინდოეთი.
ქრის ცაროსი - ბეღურასებრი ენდემური ჩიტი ტასმანიასთან ახლოს მდებარე კუნძულ კინგზე.
ტიმ კოლსტონი - პლანეტის ყველაზე მოწყვლადი ძაღლისებრი სახეობა, ეთიოპიური მგელი (Canis simensis).