weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Asus-მა ულტრა თხელი ნოუთბუქი შექმნა

10:13 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

კომპანია Asus-მა ახალი ნოუთბუქი ZenBook Pro დაამზადა. სიახლეს მთლიანად ალუმინის კორპუსი აქვს და საკმაოდ თხელია – მისი სისქე მხოლოდ 18.9 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი - 1.8 კილოგრამს. ამ მაჩვენებლით ის ერთ-ერთ კომფორტულ ნოუთბუქად მიიჩნევა.

ZenBook Pro აღჭურვილია 15.6 დუიმიანი დისპლეით. ნოუთბუქს აქვს ორი USB Type-C პორტი, ხოლო „ასუსის“ განცხადებით, ნოუთბუქის აკუმულატორი 14-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაპირობებს, სწრაფი დამტენის წყალობით კი 49 წუთში 60%-ზე მეტის დატენვას უზრუნველყოფს.

Asus ZenBook Pro 1299 დოლარი ღირს და მისი გაყიდვები ივლისიდან დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]