weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდელმა მოსწავლემ „ფეისბუკს“ მიბმული ქართულენოვანი სისტემა შექმნა

11:58 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

14 წლის ზუგდიდელმა ბექა შეროზიამ ქართულენოვანი ბი-ბოტი შექმნა, რომელიც სხვა ბოტებისგან იმით განსხვავდება, რომ მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულია და ერთ სივრცეში უყრის თავს ყველაზე პოპულარული საიტების (Wikipedia, YouTube, Adjaranet) საძიებო სისტემას.

ბოტი პროგრამა-აპლიკაციაა, რომელიც ინტერნეტში წინასწარ მითითებული გრაფიკით ნებისმიერ ქმედებას ავტომატურად ასრულებს.

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლემ ჯერ უცხოური მესენჯერ-ბოტი ნახა, რის შემდეგაც თავადაც მოისურვა მსგავსის ამოქმედება მშობლიურ ენაზე. ქართული ბი-ბოტი სხვა ბოტების მსგავსად „ფეისბუკის“ მესენჯერსაა დაკავშირებული და ისე ეძებს მკითხველისთვის სასურველ ინფორმაციას 57 ღილაკის გამოყენებით, რომელთაგან ნაწილი გასართობ ფუნქციას ეთმობა, დანარჩენი კი - შემეცნებით თემატიკას.

გასულ წელს შექმნილ ბი-ბოტს უკვე 14 ათასამდე გამომწერი ჰყავს. სისტემა ყოველდღიურად 5 ათასზე მეტ კითხვას პასუხობს ტურიზმის, ბიზნესის, განათლებისა თუ სხვა თემატიკის ირგვლივ, ვიდეოებთან ერთად წერილობითი ლინკების სახით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]