weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალექს გარლანდს „ანიჰილაციის“ გაგრძელების გადაღების სურვილი არ აქვს

17:04 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

2018 წლის ერთ-ერთი გახმაურებულ ფილმად ქცეული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჰიტი სახელწოდებით „ანიჰილაცია“ (Annihilation), ოსკარის ნომინანტმა ინგლისელმა მწერალმა, სცენარისტმა და რეჟისორმა ალექს გარლანდმა ამერიკელ მწერალ ჯეფ ვანდერმეერის ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით გადაიღო, თუმცა ბევრი კინომოყვარულის სურვილის საწინააღმდეგოდ, გარლანდს მეორე ნაწილის გადაღების არანირი ინტერესი არ აქვს.

„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმის მიმართ, ვინც გაგრძელებას გადაიღებს, მე კი სიკველის იდეა არ მხიბლავს. მგონია, რომ ჩვენ გადავიღეთ ისეთი ფილმი, როგორიც საჭირო იყო. როდესაც რაიმე დასრულდება, ჩემთვის იქ ყველაფერი სრულდება და სხვა მიზნისკენ ვიწყებ მოძრაობას, ამიტომაც არანაირი მოსაზრება არ მაქვს გაგრძელებაზე. თავიდანვე ყველას ვუთხარი, სტუდიას, მსახიობებსa და გადამღებ ჯგუფს, რომ ეს არ იქნებოდა სერიული ფრანშიზის ნაწილი, ჩემი მიზანი იყო გადამეღო ერთი ფილმი და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯე. სიკველები არ მაინტერესებს და არასოდეს გადავიღებ“, - განმარტა ალექს გარლანდმა, რომელმაც, სხვათა შორის, რომანის მიხედვით ადაპტირებული სცენარი მაშინ დაწერა, როდესაც ხსენებული ტრილოგიის (Annihilation, Authority, Acceptance) მხოლოდ პირველი რომანი იყო გამოცემული, შესაბამისად მას ტრილოგიის არსებობა აზრადაც არ ჰქონია, რაც აქამდეც უთქვამს.

წიგნების მოყვარულთა მოლოდინის მიუხედავად, „ანიჰილაციის“ გაგრძელებაზე სტუდიებიც არ საუბრობენ, რადგან მიუხედავად საერთო დადებითი შეფასებებისა, ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში მოგება ვერ ნახა, რისი მიზეზიც მისი ნაკლებად ხელსაყრელ პერიოდში დაგეგმილი ცუდი რილიზის სტრატეგია იყო - Netflix-ის წარმოებულმა კინოპროექტმა მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის ($40 მილიონი) დაფარვა შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეფ ვანდერმეერის რომანიდან ფილმში ბევრი რამაა შეცვლილი, ნაწარმოების ეკრანიზაცია მაყურებელმა და კინოკრიტიკოსებმა ერთხმად მოიწონეს საინტერესო სიუჟეტის, განსხვავებული სტილის, გამორჩეული ვიზუალის, მაღალ ინტელექტუალურ-ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თემების, სიმბოლიზმის, რეჟისურის, მსახიობთა შესრულების, მუსიკისა და სხვა სეგმენტების გამო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]