weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუბიკის კუბის ურთულესი ვარიანტის შემქმნელი გინესის რეკორდსმენი გახდა

12:28 პარასკევი, 01 ივნისი 2018

აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ ბელფორში მცხოვრები დიზაინერი გრეგუარ პფენინგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც თავსატეხ სათამაშო რუბიკის კუბის დიდი და ყველაზე რთული ვერსიის შემქმნელი.

ახალგაზრდა დიზაინერის მიერ მოგონილი კუბის ზომა 33x33x33 გახლავთ. მას 6153 მოძრავი დეტალი აქვს და 3.15 კგ-ს იწონის. მის შექმნას გრეგუარ პფენინგმა 9 დღე მოანდომა და 20 გ სუპერწებო დაახარჯა.

თავსატეხებით გატაცებულ დიზაინერს ბოლო რვა წლის განმავლობაში ასევე აქვს შექმნილი სხვადასხვა ფორმისა და სირთულის რუბიკის კუბები და სტანდარტული რუბიკის კუბის ვარიანტი (ლენტიკულარული), რომელსაც ფერები გამუდმებით ეცვლება და მისი აწყობა საკმაოდ რთულია.

გრეგუარ პფენინგს YouTube-ში საკუთარი არხიც (Greg’s Puzzles) აქვს, სადაც თვალსაჩინო და საინტერესო ვიდეოების ხილვა შეგიძლიათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]