სერიალის სიუჟეტი გოგონას ირგვლივ განვითარდება, რომელსაც გულს გადაუნერგავენ. სწორედ ამის შემდეგ იწყება პერსონაჟის ცხოვრებაში უცნაურ მოვლენათა სერიები. ის ატყობს, რომ დონორის ორგანო გავლენას მის პიროვნებაზეც ახდენს.
უმა თურმანი დონორის დედა სახელად, ნენსის განასახიერებს, რომელიც გოგონასთან ურთიერთობისას ხვდება, რომ მისი შვილი ნაწილობრივ ცოცხალია.
სერიალის შოურანერები ლეა რეიჩელი, აკელა კუპერი და სტივენ გაჰანი იქნებიან, პილოტს კი რეჟისორი ალფონსო გომეს-რეხონი (Glee, American Horror Story, Me and Earl and the Dying Girl, The Current War) გადაიღებს.