weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაინშტაინის სკანდალის შთაგონებით ბრაიან დე პალმა საშინელებათა ფილმს გადაიღებს

13:28 კვირა, 03 ივნისი 2018

ამერიკელი საკულტო რეჟისორი ბრაიან დე პალმა თავისივე ახალი სცენარით საშინელებათა ჟანრს უბრუნდება. ფრანგულ გამოცემა „ლა პარიზიენთან“ საუბარში ვეტერანმა კინორეჟისორმა განაცხადა, რომ მისი ახალი ფილმის სიუჟეტი ჰარვი ვაინშტაინის სკანდალისა და ჰოლივუდში არსებული სექსუალური ძალადობის თემატიკითაა შთაგონებული.

„მე ვწერ სცენარს ამ სკანდალზე, პროექტის პროდიუსერი ფრანგი იქნება. მთავარ გმირს ჰარვი ვაინშტაინი არ ერქმევა, მაგრამ ეს იქნება საშინელებათა ჟანრის ფილმი სექსუალურ აგრესორზე, მისი სიუჟეტი კონოინდუსტრიაში განვითარდება“, - განმარტა 77 რეჟისორმა.

აღსანიშნავია, რომ ვაინშტაინის სკანდალის მიხედვით, აღიარებული დრამატურგი და სცენარისტი დევიდ მამეტიც წერს მსგავსი სიუჟეტის მქონე პიესას.

ბრაიან დე პალმამ, რომელსაც ზურგს უმდიდრესი ფილმოგრაფია უმაგრებს, ახლახანს დაასრულა მუშაობა კრიმინალურ თრილერზე სათაურით „დომინო“. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ფილმში მთავარ როლებს ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, კარის ვან ჰაუტენი და გაი პირსი ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]