სარბოლო მოდელის ძირითად თვისებებს წარმოადგენს: გაუმჯობესებული ძალოვანი დანადგარი მოძრაობის დროს ინდუქციის მეშვეობით დამატებითი დამუხტვით; ჰიბრიდული და მზის ენერგიის შემცირებული ფორმის აკუმულატორები ერთი კონკრეტული მდებარეობის ნაცვლად, რომელიც შასის სტრუქტურაშია ინტეგრირებული; გაძლიერებული გრაუნდ-ეფექტი; ჩამონტაჟებული დაცვის სისტემა გაუმჯობესებული ხედვით; აქტიური აეროდინამიკა ხელსაწყოებით, რომელიც სწორ მონაკვეთებსა და მოსახვევებში ზემწოლი ძალის დონეს აკონტროლებს და ენერგიის შთანთქმის უახლესი ტექნოლოგია - დარტყმის შემდეგ შასი იმის ნაცვლად, რომ დეფორმირებული დარჩეს, თავის პირვანდელ ფორმას უბრუნდება.
მოდელს რეალური დროის რეჟიმში შესრულების მონიტორინგი აქვს - ანალიტიკური სისტემა ავტომრბოლელის მოძრაობას დააკვირდება, მისი დაღლილობის დონეს მოსინჯავს და მანქანას ამ პარამეტრების შესაბამისად მოამზადებს.