მომღერლები - ჯენიფერ ლოპესი, მერი ჯეი ბლაიჯი და რიტა ორა, მსახიობები - მილი ბობი ბრაუნი და გალ გადოტი, მოდელები - ეშლი გრემი და ბეჰატი პრინსლუ, ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი, კომიკოსი სარა სილვერმანი, ფეხბურთელი ალექს მორგანი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრა რაისმანი არასრული ჩამონათვალია იმ ქალი ვარსკვლავებისა, რომლებიც კლიპში მონაწილეობენ.
სიმღერა რიგით მესამე ოფიციალური სინგლია ჯგუფის ახალი ალბომიდან - Red Pill Blues, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოვიდა. ალბომს კრიტიკოსების კეთილგანწყობა არ დაუმსახურებია, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი Billboard 200-ის მეორე ადგილზე განთავსებულიყო და ამერიკაში პლატინის სტატუსი დაემსახურებინა.