weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი

14:50 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

სკოლაში ალბათ ყველას გვასწავლეს, რომ პომიდორი ბოსტნეულია, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა, რადგან სინამდვილეში პომიდორი არის როგორც ბოსტნეული, ისე - ხილი. საკითხის განმარტება სიტყვა „ხილის“ ორნაირ განსაზღვრებაში უნდა ვეძიოთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, პომიდორი ხილია.

ამერიკული კომპანია Merriam-Webster-ის ლექსიკონის მიხედვით, ხილი არის „თესლოვანი მცენარის საჭმელი, რეპროდუქციული სხეული და ნებისმიერი რამ, რაც მცენარეზე იზრდება და წარმოადგენს საშუალებას, რომელშიც მცენარე თესლებს იკეთებს, არის ხილი“.

ეს განსაზღვრება მოიცავს ვაშლს, პომიდორს და მცენარის ნებისმიერ ნაყოფს, რომელიც თესლებს შეიცავს. მეცნიერების მიხედვით, ხილია კიტრიც, წიწაკაც, გოგრაც, ავოკადოც. პომიდორის შემთხვევაში კი ის გარეგნულად დიდი ზომის კენკრას მოგვაგონებს.

მეორე მხრივ, ბოსტნეულს უფრო გაურკვეველი განსაზღვრება აქვს. ამ სიტყვას ვიყენებთ ბალახოვან მცენარეთა ვრცელი ჯგუფისათვის, რომელთა სხვადასხვა ნაწილიც საკვებად გამოიყენება, მაგალითად - ფესვები, ღეროები თუ ფოთლები.

ლექსიკონის მიხედვით, კრიტიკული განსხვავება ისაა, რომ ბოსტნეული უნდა იყოს მცენარის ნაწილი ან მთლიანად მცენარე, ხილი კი მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც მცენარე თესლებს იკეთებს. მცენარე პომიდვრის შემთხვევაში, ეს თავად მცენარის ნაწილი არ არის, დაახლოებით ისეა მისი ნაწილი, როგორც ქათმისთვის - კვერცხი ან ვაშლის ხისთვის - ვაშლი.

ამავე დროს გაურკვევლობას წარმოშობს ის ფაქტი, რომ „ბოსტნეული“ არა ბოტანიკური კლასიფიკაცია, არამედ კულინარიულია. ასეთივეა „ხილიც“ - მას აქვს თესლთან დაკავშირებული ტკბილი რბილობი და როგორც წესი, მიირთმევენ დესერტად.

სამეცნიერო თვალსაზრისით, ხილი აუცილებელი არ არის ტკბილი იყოს, მაგრამ რაც შეეხება კულინარიას, ხილს, რომელიც ტკბილი არაა, ბოსტნეულს აკუთვნებენ.

ნუტრიციონისტები ტერმინებს აღიარებენ მათი ზოგადი გამოყენებიდან გამომდინარე და შესაბამისად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს პომიდორი ბოსტნეულის სიაში აქვს შეტანილი. საკითხს გვერდი ვერ აუარა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც კი: 1893 წელს სასამართლო იძულებული გახდა ემსჯელა საკითხზე, უნდა დაბეგრილიყო თუ არა იმპორტირებული პომიდორი Tariff Act of 1883-ის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ ბოსტნეულს ეხებოდა და არა ხილს. ორივე მხარე განმარტებისთვის ლექსიკონებს იშველიებდა, მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ ბოსტნეულის მხარე დაიჭირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]