weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აღმოჩენილია 121 გიგანტური პლანეტა რომელთა მთვარეებზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს

17:24 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

სამეცნიერო ჟურნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში კალიფორნიის უნივერსიტეტისა (რივერსაიდი) და სამხრეთ ქვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოავლინეს 120 გიგანტური პლანეტა, რომლებსაც სავარაუდოდ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი თანამგზავრები ჰყავთ.

მას შემდეგ, რაც NASA-მ 2009 წელს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა, მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა აღმოაჩინეს ათასობით პლანეტა, რომლებსაც ეგზოპლანეტებს უწოდებენ. კეპლერის მისიის მთავარი მიზანია, პლანეტების აღმოჩენა ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონაში. კლდოვანი პლანეტები სიცოცხლის ძიების უმთავრესი სამიზნეა, რადგან ზოგიერთი მათგანი გეოლოგიურად და ატმოსფერულად შეიძლება, დედამიწას ჰგავდეს. კეპლერის მისიის მირ ნაპოვნია მრავალი გაზის გიგანტი პლანეტა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის კანდიდატები თავად არ არიან, სასიცოცხლო ზონაში მდებარე იუპიტერის მსგავს პლანეტებს შესაძლოა, ჰყავდეთ კლდოვანი მთვარეები (ეგზომთვარეები), რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს.

პლანეტური ასტროფიზიკოსის, სტივენ კეინის თქმით, მზის სისტემის რვა პლანეტას ამჟამად გარს უვლის 175 მთვარე. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა მზის სასიცოცხლო ზონის მიღმა მდებარე იუპიტერისა და სატურნის საკუთრებაა, შეიძლებ, სხვა ვარსკვლავურ სისტემათა შემთხვევაში ასე სულაც არ იყოს. კეინის განცხადებით, კლდოვანი ეგზომთვარეების ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ ადგილთა ოდენობას, სადაც შეგვეძლება, რომ კოსმოსში სიცოცხლე ვეძებოთ.

კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა გამოავლინეს 121 გიგანტური პლანეტა, რომლებიც თავიანთ დედავარსკვლავებს სასიცოცხლო ზონაში უვლიან გარს. მათი რადიუსი დედამიწისას სამჯერ აღემატება და თითქმის გამორიცხულია, რომ ისინი კლდოვანი იყოს. სამაგიეროდ, თითოეულ მათგანს უნდა ჰყავდეს რამდენიმე მოზრდილი მთვარე, რომლებსაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო ჰქონდეთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]