weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალი კვლევის მიხედვით პოპულარული ვიტამინ-დანამატები სინამდვილეში უსარგებლოა

12:18 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

ვიტამინები და მინერალური დანამატები მრავალი ადამიანის კვების რაციონის მთავარი ნაწილია, თუმცა სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომ მათ შორის ყველაზე პოპულარული საშუალებები სინამდვილეში უსარგებლოა.

2012 წლის იანვრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე დაგროვებული მონაცემებისა და კლინიკური კვლევების სისტემატიური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მრავალი პოპულარული მულტივიტამინი, მათ შორის ვიტამინი C, ვიტამინი D და კალციუმის დანამატები არ აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას, თუმცა არ გამოიკვეთა არც იმის მტკიცებულება, რომ მათი მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევების, ინსულტის ან ნაადრევი სიკვდილის რისკებს.

ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევას ტორონტოს წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის მკვლევარები ხელმძღვანელობდნენ. კვლევის ავტორის, დოქტორ დევიდ ჯენკინსის განცხადებით, ვიტამინებისა და  კალციუმის მიღება არ არის საზიანო, მაგრამ მათ არც რაიმე გამოკვეთილი დადებითი ეფექტი აქვთ, თუმცა შეიმჩნევა დანამატების ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე უპირატესობაც. როგორც კვლევამ დაადგინა, ფოლიუმის მჟავამ და B ვიტამინებმა ამ მჟავასან ერთად, შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკი. ამავე დროს, ნიკოტინმჟავა (ვიტამინ B3-ის ერთ-ერთი სახე) და ანტიოქსიდანტები დაკავშირებული აღმოჩნდა ამ მიზეზებით სიკვდილის მაღალ რისკთან.

მკვლევართა თქმით, ეს მაღალი რისკი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნიკოტინმჟავის გვერდით ეფექტზე სისხლში შაქრის დონესთან მიმართებაში. ასევე დიდი დოზით მიღებისას საზიანო ხდება ანტიოქსიდანტებიც. ჯგუფის მიერ შესწავლილ ვიტამინებს შორის არის: A, B1, B2, B3 (ნიკოტინმჟავა), B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), C, D და E, ასევე კაროტონი (პროვიტამინი A), კალციუმი, რკინა, თუთია, მაგნიუმი და სელენი.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ვიტამინი სხვებთან შედარებით უფრო სასარგებლოა. მაგალითად, თუთია დაკავშირებული აღმოჩნდა გაციების ეფექტების შემცირებასთან, რასაც ასე კარგად ვერ ართმევს თავს ვიტამინი C, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]