weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

10 ფაქტი „შვიდის“ შესახებ რომელიც არ იცოდით

16:12 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმი „შვიდი“ თამამად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად თავის ჟანრში. დეტექტიური თრილერი კინოშედევრი ყველა კინომოყვარულს არაერთხელ აქვს ნანახი, თუმცა ფილმის შესახებ არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს.

ოთხი რეჟისორი - ფინჩერამდე რეჟისორის სავარძელში მოიაზრებოდნენ: დევიდ კრონენბერგი, ჯერემია ჩეჩიკი და გილერმო დელ ტორო. მექსიკელმა რეჟისორმა კომენტარიც გააკეთა ამ თემაზე: „გადაჭრით ვთქვი უარი „შვიდზე“, იმიტომ რომ ეს იყო დიდებული  სცენარი, თუმცა სამყაროზე საკმაოდ ცინიკური შეხედულების, მომეწონა, მაგრამ მე ბუნებით რომანტიკოსი ვარ, გულჩვილი მსუქანა ნაბიჭვარი და არა მაგ შეხედულების.“

დეტექტივი დენზელი - სცენარის ავტორ ენდრიუ კევინ უოკერს ახალგაზრდა მთავარი პერსონაჟის როლზე თავდაპირველად დენზელ ვაშინგტონი სურდა, რომელსაც სიუჟეტი ძალიან ბნელი და ბოროტი ეჩვენა და უარი თქვა. წლების შემდეგ მსახიობმა გადაწყვეტილება ინანა.

დეტექტივი „ნათლია“ - ასაკოვანი დეტექტივი კინოგმირის როლი კი თავდაპირველად ალ პაჩინოს შესთავაზეს, რომელმაც ფილმ City Hall-ში თამაში ამჯობინა. სცენარისტმა ენდრიუ კევინ უოკერმა კი აღიარა, რომ წერისას როლზე უილიამ ჰარტი ჰყავდა წარმოდგენილი.

„აპოლო 7“ - ბრედ პიტმა საკულტო ფილმ „აპოლო 13“-ზე თქვა უარი ამ ფილმში მონაწილეობის გამო.

რობინის სახლი - პერსონაჟ ტრეისი მილსის როლზე რობინ რაიტი მოიაზრებოდა, თუმცა ფილმში საბოლოოდ გვინეტ პელტროუ დამტკიცდა. რობინ რაიტმა და ფინჩერმა შემდგომში მაინც ითანამშრომლეს ერთად პოპულარულ სერიალში „ბანქოს სახლი“.

„შემოდგომის ლეგენდები“ - ბრედ პიტმა, რომელიც ახალი განაწყენებული იყო „შემოდგომის ლეგენდებიდან“ რამდენიმე სცენის დაუკითხავად ამოჭრის გამო, „შვიდში“ მონაწილეობის სანაცვლოდ რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. მთავარი მოთხოვნა ფილმის დასასრულს ეხებოდა, რომელიც ისეთად დარჩა, როგორიც მსახიობს სურდა.

სტუდიური დასასრული - პროდიუსერებს ფილმის „ჰეპი ენდით“ დასრულება სურდათ. არსებობდა ფინალის რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით, დეტექტივი მილსი ცოლის გადარჩენას შეძლებდა, მეორე ვერსიით კევინ სპეისის ანტაგონისტი პერსონაჟი დეტექტივ მილსს კლავდა. ფინჩერმა ეპიზოდის გადაღების დღეს სცენარიდან მესამე და საბოლოო ვერსია შეარჩია, რაც ბრედ პიტმაც მოიწონა.

„მებრძოლთა კლუბი“ - დევიდ ფინჩერის მომდევნო საკულტო ფილმში, რომელმაც ასევე გააერთიანა რეჟისორი და ბრედ პიტი, ჩანს სამი პოლიციის დეტექტივი, რომელთა სახელებია: ენდრიუ, კევინი და უოკერი, რაც „შვიდის“ სცენარის ავტორის სახელ-გვარის ომაჟი იყო.

„შვიდი 2“ - რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საუბარი ფილმის გაგრძელებაზე. სიკველისთვის სიუჟეტიც არსებობდა, რის მიხედვითაც ფსიქიატრიულში მოხვედრილი ბრედ პიტის პერსონაჟი მანიაკი სერიული მკვლელი ხდებოდა. იდეა საბოლოოდ გადასხვაფერდა და გამოვიდა მსგავსი ჟანრის ფილმი Solace, რომელიც სტილისტურად ჰგავს კიდეც ფინჩერის აღიარებულ ფილმს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]