weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვუდი ალენს მისი ჰარვი ვაინშტაინთან შედარება სწორად არ მიაჩნია

11:06 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

არგენტინულ პოპულარულ გადაცემაში (Periodismo para todos) სტუმრად მყოფმა ვუდი ალენმა კინოინდუსტრიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. 4 ოსკარის მფლობელი სცენარისტი და რეჟისორი სექსუალურ ძალადობასა და მის საწინააღმდეგო კამპანიას შეეხო.

„მოძრაობა MeToo-ს დიდი ადვოკატი ვარ. მგონია, რომ როდესაც ისინი პოულობენ უდანაშაულო ქალებსა და კაცებზე მოძალადეებს, კარგია რომ მათ ამხელენ კიდეც. იცით, #MeToo კამპანიის პოსტერზეც კი უნდა ვიყო გამოსახული, რადგან 50 წელზე მეტია კინოში ვმოღვაწეობ, ასეულობით მსახიობთან ერთად მიმუშავია - ცნობილებთანაც და დამწყებებთანაც, და ყველა მათგან შესანიშნავი გამოცდილება მაქვს“, - განაცხადა 82 წლის რეჟისორმა.

ვუდი ალენი, რომელსაც მრავალი წელია ბრალად ედება არასრულწლოვან შვილობილზე, დილან ფეროუზე არასასურველი მოპყრობა, განმარტავს, რომ სწყინს, როდესაც მას ჰარვი ვაინშტაინს ადარებენ და პარალელს მასთან ავლებენ. რეჟისორით აზრით, უსამართლოა, როდესაც ერთი არასწორი ბრალდების მქონე ადამიანს აკავშირებენ მასთან, რომელსაც ასზე მეტი ქალი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.

მხცოვანმა რეჟისორმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ არსებული ბრალდება ტყუილი და უსაფუძვლოა. ალენის თქმით, ბოლო 25 წელია გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი ორგანოები უკვე დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული ბრალდება ტყუილია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]