weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სატახტოთა თამაშის“ მსახიობებს თვითგანადგურებადი სცენარები დაურიგეს

11:55 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

ამერიკული ფენტეზი ჟანრის პოპულარული სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ მსახიობმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდუმ განაცხადა, რომ სერიალის მონაწილეებს ციფრული თვითგანადგურებადი სცენარები დაურიგეს, რომლებიც გადაღებების შემდეგ თავისით გაქრა.

47 წლის დანიელმა მსახიობმა განაცხადა, რომ სწორედ ამ გზით ცდილობენ სერიალის შემქმნელები თავი აარიდონ ე.წ. სპოილერებისა და სიუჟეტის დეტალების გამჟღავნებას.

„ისინი ძალიან, ძალიან მკაცრები არიან, წელს კი ამან შეშლილობის ზღვარს მიაღწია. ჩვენ მხოლოდ ციფრული სცენარები მივიღეთ და როდესაც გადაღებებს მოვრჩით, ისინი უბრალოდ გაქრა. ეს „შეუსრულებელ მისიას“ ჰგავს, მისეულ გაფრთხილებას - ახლა ის განადგურდება!“ - განმარტა პერსონაჟ ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ.

შეგახსენებთ, რომ „სატახტოთა თამაშის“ უკანასკნელი მე-8 სეზონი მომავალ წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]