ანტირეიტინგის ლიდერი სიტკომი „როგორ შევხვდი დედათქვენს“ (How I Met Your Mother) გახდა, რომლის დასასრულს მთავარი გმირი მოულოდნელად აღადგენს ურთიერთობას პერსონაჟთან მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხრაწლიანი სერიალის განმავლობაში მათი ურთიერთობა ფუჭი იყო. სერიალი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, რომ გადამღები ჯგუფი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით ხელმძღვანელობდა, რაც ნამდვილად არ ღირდა.
მეორე ადგილზე „საინფელდი“ (Seinfeld) იმყოფება. ანტირეიტინგის ავტორებისთვის სრულიად არალოგიკურია ის ფაქტი, რომ მთავარი პერსონაჟები საბოლოოდ ციხეში ხვდებიან.
მესამე პოზიციაზე ყველასათვის საყვარელი „დაკარგულები“ (Lost) განთავსდა, რომლის მთავარი გმირებიც მოულოდნელად სხვა სამყაროში აღმოჩნდებიან. საკმაოდ საინტერესოდ და დამაინტრიგებლად მიმდინარე სერიალმა უაზროდ დასრულების გამო საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. მაყურებელთა აზრით, შემქმნელებმა სერიალში იმდენად ბევრი შეკითხვა გააჩინეს, რომ დაგროვილ საიდუმლოებებს ბოლოს პასუხი ვეღარ გასცეს.
რეიტინგში მოხვდა თრილერი „დექსტერიც“, რომლის უჩვეულო ფინალის მიხედვით, მთავარი გმირი სიკვდილს გაითამაშებს და ცხოვრებას მარტოდმარტო, მეტყევედ გააგრძელებს.
ხუთეული კი ფენტეზი დრამამ Charmed დაასრულა.
რაც შეეხება საუკეთესო ფინალის მქონე ტელესერიალებს, USA Today-ს ათეული ასეთია:
- Six Feet Under (2001-2005)
- Newhart (1982-1990)
- M*A*S*H (1972-1983)
- Mary Tyler Moore (1970-1977)
- Battlestar Galactica (2004-2009)
- The Sopranos (1999-2007)
- The Shield (2002-2008)
- Cheers (1982-1993)
- Breaking Bad (2008-2013)
- The Americans (2013-2018)