weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯარედ ლეტოს ჯოკერს დამოუკიდებელი ფილმი ექნება

15:14 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო მთავარ როლს შეასრულებს DC Comics-ის ანტაგონისტი პერსონაჟის, ჯოკერის შესახებ ფილმში, რომელიც „თვითმკვლელი რაზმის“ კინოსამყაროს შემადგენელი სერია იქნება.

ჯოკერის კინოისტორიის სიუჟეტის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. ჯარედ ლეტო სტუდია „უორნერ ბრაზერსის“ ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება. უცნობია სცენარისტ ავტორისა და რეჟისორის ვინაობაც.

ცნობილია, რომ კომიქსების კომპანია DC-ის ვრცელი კინოსამყარო, რომლის შემადგენელი ნაწილიც 2016 წელს გამოსული „თვითმკვლელი რაზმი“ (Suicide Squad) იყო, ამ უკანასკნელი ფილმის პერსონაჟების ხარჯზე კიდევ უფრო გაფართოვდება. კერძოდ, რეჟისორი გევინ ო’კონორი „თვითმკვლელი რაზმის“ მეორე სერიას გადაიღებს, გარდა ამისა გამოვა ორი სპინ-ოფი ფილმი - Gotham City Sirens და Birds of Prey, რომლებიც მხოლოდ ქალი კომიქსის გმირების შესახებ იქნება და მათ შესაბამისად, დევიდ ეიერი და კეტი იანი გადაიღებენ. საუბარი ასევეა ჯოკერისა და პერსონაჟ ჰარლი ქვინის შესახებ ცალკე ფილმზეც. აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჯარედ ლეტო და მარგო რობი (ჰარლი ქვინი) ყველა ხსენებულ ფილმში ითამაშებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]