weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთვარის წყალობით დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა იზრდება

11:43 პარასკევი, 08 ივნისი 2018

დროთა განმავლობაში დედამიწაზე დღე ხანგრძლივდება, ამის მიზეზი კი ჩვენი პლანეტის ბრუნვაზე მთვარის ეფექტია. ახალი კვლევის ფარგლებში, გაირკვა დედამიწისა და მთვარის ურთიერთქმედება ბოლო 1.4 მილიარდი წლის განმავლობაში.

კვლევის შედეგად დგინდება, რომ დედამიწის დღის ხანგრძლივობა ამჟამად წელიწადში 0.000018 წამით იზრდება.

აღმოჩნდა, რომ მაშინ დღის ხანგრძლივობა მხოლოდ 18 საათი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, დღე ექვსი საათით გაიზარდა, ანუ წელიწადში - 0.00001542857 წამით. ამის მიზეზი ისაა, რომ მთვარე დედამიწას გამუდმებით, სულ უფრო ნელა შორდება. 1.4 მილიარდი წლის წინ ის ჩვენთან გაცილებით ახლოს იყო, დედამიწა კი უფრო ჩქარა ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო.

მთვარე ამჟამად დედამიწას წელიწადში 3.82 სანტიმეტრით შორდება. ცნობილია, რომ მთვარის ასაკი 4.5 მილიარდი წელია. თუ პროგნოზს სწორედ ამ მაჩვენებლით გავაკეთებდით, აღმოჩნდება, რომ მთვარე 1.5 მილიარდი წლის წინ იმდენად ახლოს უნდა ყოფილიყო დედამიწასთან, რომ პლანეტის გრავიტაციულ ძალას ის უნდა გაენადგურებინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]