ფილმი ჯეიმს ჰანსენის იგივე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. ბიოგრაფიული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სცენარის ავტორი ოსკაროსანი ჯოშ სინგერი (ფილმით - Spotlight) გახლავთ.
ფილმის სიუჟეტში მოთხრობილია ავიაციის ინჟინერის, სამხედრო-საზღვაო ოფიცრისა და NASA-ს ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის მთვარეზე კოსმოსური მისიის შესახებ, როდესაც 1969 წლის 21 ივლისს მან პირველმა დადგა ფეხი დედამიწის თანამგზავრზე. არმსტრონგი მთვარეზე მისიაში ხომალდ „აპოლო 11“-ით ედვინ ოლდრინთან და მაიკლ კოლინზთან ერთად გაემგზავრა. ბიოპიკის ვიდეოკადრები პირველი ტრეილერით ახლახანს გამოქვეყნდა.
კრიტიკოსებისა და სპეციალისტების წინასწარი პროგნოზებით, „პირველი ადამიანი“ მომავალი კინოჯილდოების, მათ შორის ოსკარების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.