გაირკვა, რომ ჟირაფის ახალაღმოჩენილი წინაპარი სახეობა, რომელსაც Decennatherium rex უწოდეს, დაახლოებით 9 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. გარეგნულად ის ლოსსა და საიგას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე ჟირაფს. სახეობას უფრო მოკლე კისერი და თავზე ორი წყვილი ძვლოვანი წანაზარდი ჰქონდა, მამრსა და მდედრს შორის კი ფიზიკური სხვაობაც იყო.
ნამარხი სახეობის სიმაღლე დაახლოებით 2.7 მ იყო, წონა კი - 2.2. ტონა.