კრემლის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები მთელი პლანეტის მასშტაბით მრავლადაა, უკრაინელი გრაფიკული დიზაინერი ანდრეი იარმოლენკო ერთ-ერთი მათგანია.
მხატვარი რუსეთში გასამართ საფეხბურთო ჩემპიონატს სპეციალური საფეხბურთო პოსტერებით გამოეხმაურა და ალტერნატიული სურათები შექმნა, რომლებზეც მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკა სიმბოლურადაა ასახული.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში მათი გამოქვეყნების შემდეგ „ფეისბუქმა“ ნამუშევრები წაშალა, თუმცა შემდეგ რამდენიმე განხილვის შედეგად ნახატები კვლავ აღადგინეს.